გეოდეზიური კომპანია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



უძრავი ქონების აღწერისა და აღრიცხვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მიწის კადასტრის სახელითაა ცნობილი, რომელიც XIX საუკუნიდან გამოიყენება. 

თანამედროვე გეოინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნკაციის მიღწევებმა მიწის კადასტრი ხარისხობრივად სხვა საფეხურზე აიყვანა.

კადასტრის შექმნის თანამედროვე მეთოდიკა ითვალისწინებს დედამიწის ზედაპირზე მდებარე ობიექტების (მიწის ნაკვეთი, შენობა) აზომვას და მათი გეოგრაფიული კოორდინატების დაფიქსირებას ელექტრონული მოწყობილობების საშუალებებით. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ობიექტების მდებარეობისა და ფართობის ციფრული სახით ასახვას.

სწორედ ასეთი თანამედროვე მიდგომები იყო გამოყენებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო სისტემის შექმნის პროცესში. 
მომხმარებელთათვის საკადასტრო მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკუთარ ვებ-გვერდზე თბილისის საკადასტრო რუკა განათავსა. ამით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცა, ინტერნეტის მეშვეობით დაათვალიეროს ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე, მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთები, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია ნაკვეთების საზღვრების, მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების შესახებ. 
საკადასტრო მონაცემები ახლდება რეალურ დროში. შესაბამისად, როდესაც ახალი მონაცემები ემატება საკადასტრო მონაცემთა ბაზას, დაუყოვნებლივ ხდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, შესაძლებელია ვებგვერდიდან საკადასტრო რუკისა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მიღება. 
ვებგვერდზე, უახლოეს მომავალში, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებისა და რაიონების საკადასტრო რუკებიც განთავსდება.

ნაკვეთის ფართობი (კვ.მ)
წერტილების რაოდენობა
კაპიტალური შენობების რაოდენობა (ცალი)
გზებით და სხვა ობიექტებით დაფარულია
ხეების რაოდენობა (ცალი)
რელიეფი
ტყის მასივი
მანძილი თბილისიდან (კვ.მ)